24th No

სამოქალაქო განათლების თემაზე შექმნილი სლოგანების კონკურსი

 

 

PH International - საქართველო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობა“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისათვის, რომლის მიზანია გამოავლინოს სამოქალაქო განათლების თემაზე შექმნილი საუკეთესო სლოგანები.

 

სლოგანების  კონკურსში მონაწილეობის წესები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით; 

წარმოდგენილი სლოგანები უნდა იყოს წამახალისებელი ხასიათის და მოუწოდებდეს ახალგაზრდებს აქტიური მოქალაქეობისკენ; მოქალაქის უფლებებისა და პასუხისმგებლობების წარმოჩენისკენ; ახალგაზრების ადგილობრივ პროცესებში  მონაწილეობისკენ;  და ზოგადად სამოქალაქო განათლების მნიშვნელობისკენ.  

სლოგანის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 5 სიტყვას;

ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ 2 სლოგანის წარმოდგენა;

გამოაგზავნეთ თქვენ მიერ შექმნილი სლოგანები ელ-ფორსტის მისამართზე: tamar.gelashvili@ph-int.org. წერილში აუცილებლად მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია: სლოგანის ავტორის სახელი და გვარი,  ასაკი, სკოლა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ–ფოსტის მისამართი. წერილის სათაურში მიუთითეთ „სლოგანების კონკურსი“.

სლოგანები, რომლებიც არ შეესაბამება თემატიკას, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს;

წარმოდგენილი სლოგანები განთავსდება „სამოქალაქო ინიციატივების“ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/civicinitiatives  სპეციალურად სლოგანების კონკურსისთვის განკუთვნილ ალბომში.

სლოგანების  წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 30 ნოემბერი, 16:00 საათი.

 

კონკურსში გამარჯვებულების შერჩევა და დაჯილდოება

სულ გამოვლინდება 4 გამარჯვებული2 გამარჯვებული  შეირჩევა  „LIKE”–ების რაოდენობის მიხედვითხოლო 2  გამარჯვებული გამოვლინდება PH International -ის მიერ.

სლოგანებზე "Like"-ბის მიღება შეწყდება 5 დეკემბერს, 14:00 საათზე. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 5 დეკემბერს დღის ბოლომდე.

გამარჯვებული სლოგანების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და სამახსოვრო სერთიფიკატებით, ხოლო მათი სლოგანები განთავსდება პროგრამის „მომავლის თაობა“ საკომუნიკაციო მასალებზე.

ის სლოგანები, რომლებიც დაიმსახურებენ ჟიურის სიმპათიას ასევე შესაძლოა ასევე განთავსდეს პროგრამის საკომუნიკაციო მასალებზე.

 

 

გისურვებთ წარმატებებს!

PH International