2nd May

ჩვენი ექსპრესი

"ინტერნიუსი-საქართველო" აცხადებს კონკურსს თინეიჯერებისთვის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სატელევიზიო პროგრამის - "ჩვენი ექსპრესის" შემოქმედებითი ჯგუფის და საერთაშორისო მედია ბანაკის მონაწილეების შესარჩევად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. გამარჯვებულები სექტემბრიდან გადაცემა "ჩვენი ექსპრესის" წარმოებაში მიიღებენ მონაწილეობას. მათგან 7 საუკეთესო კი ივლისში სამკვირიან საერთაშორისო ახალგაზრდულ მედია ბანაკში (აჭარა) გაემგზავრება, სადაც მათ უცხოელი და ადგილობრივი კონსულტანტები ჟურნალისტიკაში სხვადასხვა სახის ტრენინგებს ჩაუტარებენ. სექტემბრიდან გადაცემის ყველა წევრი, სურვილისამებრ, ოპერატორობის, მონტაჟისა და ვიდეო-დიზაინის უფასო ტრენინგებს გაივლის.

გადაცემა "ჩვენი ექსპრესი", პროექტის მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური ტელე-არხის ეთერში უნდა გავიდეს. აღნიშნული პროექტი 2004 წლიდან ხორციელდება.

კონკურსის პირობები:

** ასაკი: 14-დან 17 წლამდე;
** ენა - ქართული (კარგი), რუსული (სალაპარაკო);
** კომუნიკაბელურობა, გუნდში მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია "ინტერნიუსი-საქართველოს" ოფისში: პაოლო იაშვილის ქ. 14/22, თბილისი 0105, ან შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.teentv.ge/register

ანკეტების მიღება: 2011 წლის 22 მაისის ჩათვლით, 19:00 სთ-მდე.
მედია-ბანაკი: 2011 წლის 11 ივლისი - 1 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ეკა კაკულია - მდივანი/ასისტენტი
ტელ: (+995 32) 923395/96/97/98
ელფოსტა: kakulia@internews.ge