1st Oct

ვიდეო კონკურსი - „ახალი მედია აქტიური მოქალაქეობისთვის“

 

PH International - საქართველო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს სამოქალაქო განათლების თემატიკაზე შექმნილი ვიდეო რგოლების კონკურსს - „ახალი მედია აქტიური მოქალაქეობისთვის“

 

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობებში/ინიციატივებში მონაწილეობის მოტივაციის გაზრდა და სოციალური მედიის არხებით მათ მიერ შექმნილი ვიდეო რგოლების გავრცელების ხელშეწყობა.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამოქალაქოგანათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. პარტნიორი სკოლების ჩამონათვალი იხილეთ ლინკზე;

 

ვიდეო უნდა იყოს შექმნილი სპეციალურად მოცემული კონკურსისთვის, 1 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის პერიოდში და არ უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა სხვა კონკურსებში;

 

ვიდეო გადაღება შეგიძლიათ  ნებისმიერი  ვიდეოგადამღები მოწყობილობით (ვიდეოკამერ, ფოტო აპარატი, მობილური ტელეფონი, ფლიპ კამერა და ა.შ.);

 

ვიდეოს ფორმატი შეუზღუდავია, შეგიძლიათ  მოამზადოთ  ვიდეო სიუჟეტი, რეპორტაჟი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ანიმაცია, და ..;

 

 წარმოდგენილი ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს;

 

თქვენს მიერ შექმნილი ვიდეო რგოლი უნდა ატვირთოთ Youtube-ზე და სათაურში მიუთითოთ ვიდეოს ნომინაცია, ხოლო ვიდეოს ბმული გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზეtamar.gelashvili@ph-int.org

 

ვიდეოს ბმულთან ერთად, მითითებულ ელ-ფოსტაზე აუცილებლად უნდა მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: ვიდეოკლიპის სახელი, ნომინაციის დასახელება, რომელშიც იღებთ მონაწილეობას, თქვენი სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, სკოლა, კლასი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი;

 

 ვიდეო კლიპების მოწოდების ბოლო ვადაა 2013 წლის 30 ოქტომბერი.  ვიდეო რგოლები განთავსდება პროგრამის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/civicinitiatives?ref=hl.

 

 

შეფასების კრიტერიუმები და გამარჯვებულების გამოვლენა

 

ვიდეო რგოლებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების გამოვლენისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვიდეოს კრეატიულობას, შინაარსის აქტუალურობასა და შესაბამისობას კონკურსის ნომინაციასთან, მის პოტენციალს მოახდინოს საზოგადეობისთვის სასარგებლო ცვლილებები და გამოიწვიოს გადაწყვეტილების მიმღები მხარეების/პირების დაინტერესება.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ გამარჯვებულების გამოვლენისას პროგრამის ფეისბუქზე განთავსებული ვიდეოების ლაიქების, გაზიარებისა და კომენტარების რაოდენობას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭოს ჟიურიმ.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2013 წლის ნოემბრის ბოლოს. თითოეულ ნომინაციაში გათვალისწინებულია ერთი გამარჯვებულის გამოვლენა, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებულიც. კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ ვიდეოს ჰყავს ერთზე მეტი ავტორი, მაშინ 1 პრიზი გადაეცემა ავტორთა ჯგუფს.

 

 ვიდეო  კონკურსის ნომინაციები:

 

1. ახალგაზრდა ომბუდსმენი (ადამიანის უფლებათა დამცველი)

ნომინაციაში ახალგაზრდა ომბუდსმენი ის ვიდეო რგოლები მოიაზრება, რომლებშიც საუბარი იქნება ადამიანის უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესახებ.

 

2. ახალგაზრდა მოხალისე

თუკი თქვენს ვიდეოში საუბარი იქნება ადამიანებზე ზრუნვაზე, განხორციელებულ საქველმოქმედო ღონისძიებებზე, თუკი შეეცდებით ვიდეოს საშუალებით შემოიერთოთ უფრო მეტი ადამიანი საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეების განხორციელებაში, ამ შემთხვევაში თქვენი ვიდეო მოხვდება ნომინაციაში ახალგაზრდა მოხალისე. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო ნათლად უნდა ასახავდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობას.

 

3. მოქალაქე ჟურნალისტი

ყოველდღიურად ჩვენ მომსწრენი ვართ ჩვენს ირგვლივ მომხდარი მოვლენებისა, რომლებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ ხანდახან მნიშვნელოვანი საკითხები ყველას შეუმჩნევლად ჩაივლის. ამ ნომინაციაში მოიაზრება ისეთი ვიდეობი, რომლის მეშვეობითაც ავტორი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს, რაც სხვა ტრადიციული მედია საშუალებებით შეუძლებელია რომ გაეგო.

 

4. ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი

ამ ნომინაციაში მოიაზრება ვიდეო რგოლები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისაკენ იქნება მიმართული. მნიშვნელოვანია კარგად განსაზღვროთ, თუ რა სჭირდებათ ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად და შესთავაზოთ მათ სხვადასხვა გზები და საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად.

 

5. ბუნების დამცველი

გსურთ, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ღონისძიებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების დაცვას? გაქვთ სურვილი, რომ თქვენს ირგვლივ ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ ბუნების დაცვის საკითხებს? გაქვთ მოიძიებული ინფორმაცია როგორ ზრუნავს სხვა ქვეყნებში საზოგადოება ან სახელმწიფო ანალოგიური პრობლემების გადასაწყვეტად?  შეგიძლიათ პარალელები გაავლოთ სხვა სახელმწიფოსა და საქართველოს მაგალითებს შორის გარემოს, ფლორის, ფაუნის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით? თუ გაქვთ სურვილი, რომ სხვებსაც გაუზიაროთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვას თითოეულმა ჩვენგანმა გარემო და შეგიძლიათ საინტერესო ინფორმაცია ასახოთ ვიდეო რგოლში, მაშინ თქვენი ვიდეო ბუნების დამცველის ნომინაციაში გამარჯვებისათვის იბრძოლებს.

 

6. ფილმი სასკოლო სამოქალაქო კლუბის შესახებ

თუკი თქვენს ვიდეოში სკოლის სამოქალაქო კლუბის აქტივობები, ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები და დაგეგმილი ღონისძიებების ანონსები იქნება ნაჩვენები, მაშინ მას სასკოლო სამოქალაქო კლუბის ნომინაციაში განვიხილავთ.

 

7. ახალგაზრდა განმანათლებელი

თუ გსურთ თქვენი ცოდნა სხვას გაუზიაროთ, შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, რომლებსაც თქვენსავით სურთ მიიღონ ცოდნა რომელიმე მიმართულებით (მაგ. სოციალური მედია, პროგრამირება, ლიტერატურა და ა.შ.), მაშინ თქვენი ვიდეო ახლგაზრდა განმანათლებლის ნომინაციაში მოიაზრება.

 

 

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის  სოციალური მედიის მენეჯერს, თამარ გელაშვილს, ელ-ფოსტაზე: tamar.gelashvili@ph-int.org