16th Se

სკაიპის ახალი ონლაინ რესურსი პედაგოგებისთვის


Skype in the Classroom (სკაიპი საკლასო ოთახში) ასე ჰქვია სკაიპის მიერ შემოთავაზებულ ონლაინ რესურსს, რომელიც პედაგოგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაკავშირებისა  და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

აღნიშნული ონლაინ სერვისის მისამართია https://education.skype.com/, ის სრულიად  უფასოა და მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია. ვებგვერდით სარგებლობისათვის საკამარისია იყოთ სკაიპის მომხმარებელი და დარეგისტრირდეთ საიტზე, რის შემდეგაც გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ სხვა პედაგოგების მიერ შექმნილ ათასობით თემატურ გაკვეთილს, დაინტერების შემთხვევაში პირადად დაეკონტაქტოთ მათ, ან შექმნათ საკუთარი გაკვეთილი და გააზიაროთ. ასევე დარეგისტრირდეთ და მიიღოთ მონაწილეობა სხვა პედაგოგების მიერ დაგეგმილ  სკაიპ კაკვეთილებში; მოიძიოთ  თქვენთვის საინეტერესო სფეროს ექსპერტები და ჩართოთ ისინი თქვენს გაკვეთილებში.

ვებგვერდის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე