12th Ju

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის (UNAOC) ერთობლივი ვიდეო კონკურსი “PLURAL+”

კონკურსი “PLURAL +”, მიიჩნევს რა ახალგაზრდებს სოციალური ცვლილებების ხელშემწყობად მთელ მსოფლიოში, თავისი კულტურული და რელიგიური განსხვავებებითა და მრავალფეროვნებით, იწვევს მათ კონკურსში მონაწილეობისათვის, რათა უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება მიგრანტთა ინტეგრაციას, მათ სოციალურ ჩართულობას, მრავალფეროვნებას, ადამიანის უფლებებს და სოციალურ მიკუთვნებას როგორც ადგილობრივ ასევე გლობალურ დონეზე.

           მივესალმებით ნამუშევრებს 3 ასაკობროვი კატეგორიიდან: 9-12, 13-17 და 18-25 წლის.

           მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინეთ მაქსიმუმ 5 წუთის ხანგრძლივობის ვიდეო მასალა.

           შემდეგი ეტაპისთვის, გამარჯვებულ ვიდეოს უნდა ახლდეს ინგლისური სუბტიტრები.

           გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ნამუშევრები მისამართზე: iomtbilisi@iom.int ან ატვირთეთ რომელიმე ვებ-გვერდზე მისამართის მითითებით

PLURAL+” კონკურსზე ნამუშევრების IOM-ის თბილისის ოფისში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 15 ივნისი. ნამუშევრები განხილვის შემდეგ გაიგზავნება სათაო ოფისში, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულებს გლობალურ დონეზე.

 

შეგიძლიათ იხილოთ გასული წლების  გამარჯვებული ვიდეოები მისამართზე:

http://pluralplus.unaoc.org/winning-videos/ 

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს http://pluralplus.unaoc.org/, წარმოდგენის პირობებს გაეცანით ვებ-გვერდზე:  http://pluralplus.unaoc.org/submit/rules/. აღნიშნული გვერდი ინგლისურ ენაზეა, თუმცა დახმარების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ მისამართზე:  iomtbilisi@iom.int

 

გისურვებთ წარმატებას!