17th Ma

მეორე დონის ტრენინგი სოციალურ მედიაში პარტნიორი სკოლების უფროსკლასელებისათვის

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International (ადრე ცნობილი, როგორც „პროექტი ჰარმონია“) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება და ახალგაზრდების მონაწილეობის გააქტიურება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა აცხადებს კონკურსს პროგრამის პარტნიორი სკოლების უფროსკლასელებისათვის სოციალურ მედიის მეორე დონის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგის მიზანია შეასწავლოს აქტიურ ბლოგერებს მათთვის ახალი, სოციალური მედიის ინსტრუმენტების (Video Advocacy, Livestreming, Online broadcasting) ეფექტურად გამოყენება სამოქალაქო მონაწილეობის მიზნით.

ტრენინგი ჩატარდება 2013 წლის ზაფხულში. ტრენინგის მონაწილეთა მგზავრობის, ღამისთევისა და კვების ხარჯებს დაფარავს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.

ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საბაზისო კრიტერიუმებს:

 

1. უნდა იყვნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლების მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლეები (რომლებიც გადადიან/სწავლას აგრძელებენ აღნიშნულ კლასებში 2013 წლის სექტემბერში);

 

 2. უნდა   ჰქონდეთ შექმნილი ბლოგი სამოქალაქო განათლების თემატიკაზე (სამოქალაქო მონაწილეობის მიზნით) და უნდა იყვნენ აქტიური ბლოგერები;

 

3. უნდა იღებდნენ მონაწილეობას სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობაში, სამოქალაქო ინიციატივებსა თუ სამოქალაქო განათლების კუთხით მცირე საგრანტო პროექტებში;

 

4. უნდა ჰქონდეთ გავლილი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სოციალური მედიის პირველი დონის ტრენინგი;

 

5. პრიორიტეტი მიენიჭება იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ მონაწილეობა PH International-ის მიერ მოწყობილ ბანაკებში.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლების სია იხილეთ ვებგვერდზე www.civics.ge. იმ პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინონ  შევსებული განაცხადის ფორმა  პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებში არა უგვიანეს 2013 წლის 5 ივნისისა. რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მოცემულია ვებგვერდზე www.civics.ge.

აპლიკანტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს. განაცხადის ფორმაში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ  რეალობასთან რაიმე შეუსაბამობის აღმოჩენა ავტომატურად გამოიწვევს აპლიკანტის დისკვალიფიკაციას. 

 

განაცხადის ფორმა ტრენინგში მონაწილეობისთვის

 

ტრენინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგდა გადამზადების პროგრამის“ სოციალურ მედია მენეჯერს, თამარ გელაშვილს, ელ ფოსტაზე:tamar.gelashvili@ph-int.org