17th Ma

სოციალური მედიის ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International (ადრე ცნობილი, როგორც „პროექტი ჰარმონია“)აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება და ახალგაზრდების მონაწილეობის გააქტიურება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

 

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა აცხადებს კონკურსს პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვი სოციალური მედიის საბაზისო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგის მიზანია შეასწავლოს პედაგოგებს სოციალური მედიის ინსტრუმენტების (Facebook, U-tube, blogs, და ა.შ.) ეფექტიანად გამოყენება საგანმანათლებლო მიზნების უკეთ მისაღწევად. სოციალური მედიის ინტრუმენტების გამოყენება პედაგოგებს მისცემს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, პედაგოგები შეძლებენ გაეცნონ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, გაიზიარონ ერთმანეთის გამოცდილება, შეიტყონ იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც ახორციელებენ მოსწავლეები და მათი კოლეგა პედაგოგები სკოლისა თუ საზოგადოების საკეთილდღეოდ. ორდღიანი ტრენინგისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული იქნება სამოქალაქო განათლების 28 პედაგოგი. ტრენინგები ჩატარდება თბილისში, 2013 წლის ზაფხულში. პედაგოგთა მგზავრობის, ღამისთევისა და კვების ხარჯებს დაფარავს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.

 

ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საბაზისო კრიტერიუმებს:

 

  1. უნდა იყვნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები;
  2. უნდა მუშაობდნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორ სკოლებში;
  3. უნდა ჰქონდეთ კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
  4. უნდა ჰქონდეთ ინტერნეტში მუშაობის გამოცდილება.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლების სია იხილეთ ვებგვერდზე www.civics.ge.  იმ პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინონ  შევსებული განაცხადის ფორმა  პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებში არა უგვიანეს 2013 წლის 5 ივნისისა. რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია ასევე მოცემულია ვებგვერდზე www.civics.ge.

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აპლიკანტის მიერ საკუთარი ცოდნისა და უნარების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მონაწილეობა ისეთ ტრენინგში, რომელიც მისი მზაობის დონეს არ შეესაბამება და  აპლიკანტისთვის შედეგის მომტანი არ იქნება. ქვემოთ მოცემულ შეკითხვებზე დადებითი პასუხი აბსოლუტურად არ განაპირობებს იმას, რომ აპლიკანტი შერჩეული იქნება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ზოგერთი შეკითხვა დასმულია იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად პასუხობს ტრენინგი აპლიკანტის საჭიროებებს.

 

განაცხადის ფორმა ტრენინგში მონაწილეობისთვის

 

ტრენინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგდა გადამზადების პროგრამის“ სოციალურ მედია მენეჯერს, თამარ გელაშვილს, ელ ფოსტაზე:tamar.gelashvili@ph-int.org