5th Apr

კონკურსი “ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების“ თემაზე საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით

კონკურსი ჩატარდება BP-სა და მისი პარტნიორების მიერ თანადაფინანსებული პროგრამის - „განახლებადი ენერგეტიკული და ენერგოეფექტურობის პროექტები საქართველოს თემებისთვის“- ფარგლებში

 

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისთემაზე საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის საუკეთესო პროექტის შესარჩევი კონკურსის პირობები

 

2013 წლის 31 მარტს გამოცხადდა კონკურსი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს შორის განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით.

 

საკონკურსო პროექტში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს არსებული ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა  ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგოტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარ  სახლში, სკოლაში თუ სოფელსა, თემსა და ქალაქში.

 

პროექტის მომზადება შესაძლებელია კონკრეტული სოციალური ობიექტის მაგალითზე.

 

პროექტების თემა:

·         განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე, ქარი, წყალი, ბიომასა, გეოთერმია) გამოყენება;

  • ენერგოდამზოგი ღონისძიებებისა (შენობის დათბუნება, კარფანჯრის შეცვლა/დათბუნება, ენერგოდამზოგი ნათურები, ენერგოეფექტური ღუმელები და სხვა)
  • სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვა

საუკეთესო ნამუშევრები გამოიცემა კრებულის სახით, რომლის ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება კავშირისენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსადა მისი პარტნიორი ორგანიზაციების, ასევე კონკურსში მონაწილე სასწავლო დაწესებულებების  ოფიციალურ ვებგვერდებზე.

 

კონკურის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული პროექტის ავტორ(ები) დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფულადი პრიზებით.

  

კონკურსი ტარდება ღია წესით და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს სკოლების ყველა მოსწავლეს.

 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 31 მაისი.

 

გამარჯვებული პროექტის ავტორები გამოვლინდებიან 2013 წლის 21 ივნისს.

 

კონკურსში მონაწილე საუკეთესო ნაშრომების ავტორები მოწვეულნი იქნებიან განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის მეორე, ეროვნულ მოსწავლე ახალგაზრდობის კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში (24–28 ივნისი, 2013 ).

 

კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ  საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეს და მოსწავლეთა ჯგუფს.

ნამუშევარს თან უნდა ერთოდეს ავტორი(ებ)ის ვინაობა, სკოლის და კლასის სრული დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონისა და ელ.ფოსტის მისამართები)

 

კონკურსზე წარმოდგენილი პროექტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ნაწილებს:

·         საპროექტო იდეის სახელწოდება;

  • პრობლემის აღწერა. ამ ნაწილში მოკლედ უნდა აღიწეროს, თუ რა პრობლემა არსებობს თქვენს ირგვლივ  (საკუთარ სახლში, სკოლაში, სოფელში ანდა ქალაქში) ენერგორესურსების ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებს ენერგორესურსების ჭარბი მოხმარება გარემოზე და თქვენს ბიუჯეტზე; რატომ არის მნიშვნელოვანი განახლებადი ენერგიის წყაროების ანდა ენერგოდამზოგი ღონისძიებების დანერგვა/პოპულარიზაცია.
  • შემოთავაზებული ქმედებები (რა კონკრეტული ქმედებებით შეიძლება გადაიჭრას არსებული პრობლემა/ები);
  • მოსალოდნელი შედეგები (რა შედეგების მიღწევაა შესაძლებელი შემოთავაზებული ქმედებებით; მოსალოდნელი შედეგების ეკონომიკური გაანგარიშებები)

წარმოდგენილი მასალის მოცულობა შეზღუდული არ არის.

 

საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ან ელექტრონულად, გამოგზავნილი ფოსტით ან წარდგენილი ენერგოეფექტურობის ცენტრში დალუქულ კონვერტში.

 

კავშირიენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოიტოვებს უფლებას, გამოსცეს წარმოდეგენილი ნამუშევრები არაკომერციულ საფუძველზე.

 

ჟიურის მუშაობის წესი

 

კონკურსის შედეგებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ: დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროექტის ხელმძღვანელი პირები, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მოწვეული ექსპერტი


გამარჯვებული ნაწარმოები გამოვლინდება ჟიურის წევრების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ