22nd Ma

საქართველოში პირველი ეროვნული კონკურსი ინგლისური ენის მართლწერაში ჩატარდება თბილისში 30 მარტს

თბილისი, საქართველო, 20 მარტი 2013 — 30 მარტს, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სრულიად საქართველოდან 34 მოსწავლე შეეჯიბრება ერთმანეთს ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. ამ მოწაფეებმა ძალიან დიდი შრომა ჩადეს იმაში, რომ ამ ტურში გადასულიყვნენ. 2012წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, 2400ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი დონის კონკურსში საქართველოს მაშტაბით 126 სკოლიდან. დაახლოებით 1000 მოსწავლე, რომელთაც უმარლესი ქუელბი დააგროვეს გადავიდნენ შემდეგ ტურში, რეგიონალურ დონეზე შეჯიბრში, რომელიც ჩატარდა დეკემბერში. აქ ისინი ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, რათა გადასულიყვნენ შემდეგ ტურში, რათა გამგზავრებულიყვნენ თბილისში დასკვნითი შეჯიბრისათვის. დღეისათვის დარჩენილია 34 მონაწილეა. ფინალისტები ჩამოვლენ თავიანთი პატივსაცემი რეგიონებიდან პარასკევს, 29 მარტს და მიწვეულ იქნებიან მხიარულ, გასართობ საღამოზე. დახვედრისა და მცირეხნიანი გაცნობის შემდეგ, ბავშვები ისიამოვნებენ McDonald’s–ში სადილით, ამის შემდგომ კი, ფილმის ყურებით როსთაველი კინოთეატრში. შაბათი იქნება სრული დღე, რომელიც დაიწყება საუზმით და თავისუფალი მეცადინეობით. ფინალისტები შეიკრიბებიან თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში თერთმეტის ნახევრისთვის, რომ გაეცნონ წესებს და შეხვდნენ ჟიურის წევრებს. მე–8 და მე–9 კლასელთა შეჯიბრი გაიმართება 11:00 საათზე. მას შემდეგ რაც გამოვლინდება გამარჯვებული, მოსწავლეები და სტუმრები მიწვეულ იქნებიან ალაფურშეტზე ფოიეში, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ ოფიციალურ სპონსორებს და მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში. შეჯიბრს გააგრძელებენ მე–10 და მე–12 კლასის მოსწავლები, რომლებიც იბრჯოლებენ მანამ, სანამ ჩემპიონი არ დასახელდება. თითოეული ფინალიტის გამოცხადება მოხდება შეჯიბრის ბოლოს, დაჯილდეობის დაჯილდოების ცერემონიაზე, გენერალური პრიზებით,რომლებიც დააწესა ამერიკის საელჩომ, Education & Training International–მა (ETI), და ბრიტანეთის საბჭომ, ორივე ეტაპის ჩათვლით. კონკურსის შემდგომ, მოსწავლეებისათვის, მასწავლებლების, ჟიურის წევრების, სპონსორებისა და მოხალისეებისათვის განსაკუთრებული საღამოს წვეულება გაიმართება ამერიკის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის რეზიდენციაში. გენერალური სპონსორები და პრიზების ავტორები: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს სასოფლოუნივერსიტეტი, რიკო კრედიტი, World Vision Georgia, ამერიკის მეგობართა კლუბი, McCann Erickson Georgia, McDonald’s–ი, რუსთაველის კინოთეატრი, ქართულ–ამერიკული ახალგაზრდული უმაღლესი სკოლა და უმაღლესი სკოლა (Georgian American Junior High School & High School), ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ETI, საქართველოს ბრიტანეთის საბჭო და ამერიკის საელჩო. მათ შესაძლო გახადეს ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის ჩატარება, ამასთან, დაფარეს ყველანაირი ხარჯები ფინალისტებისათვის. კონკურსი და წვეულება დახურულია. უახლესი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებსაიტს: spellingcompgeorgia.tumblr.com # # # ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი დაფუძნდა 2012 წელს, რათა დააჯილდოვოს სტუდენტები და მასწავლებლები თავიანთი შრომისათვის და იზეიმოს მათი მიღწევები საზოგადოებრივი ფორმით. ღონისძიებას მართავს ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის კომიტეტი, რომელიც შედგება საქართველოს მაშტაბით მოხალისეთა ჯგუფისაგან. კომიტეტი ცდილობს ინგლისური ენის შესწავლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას. ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის კომიტეტი თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამთავრობო პირებთან, სკოლებთან, და კერძო სექტორთან. აღსანიშნავი პარტნიორები და მხარდამჭრები არიან: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს სასოფლო უნივერსიტეტი, რიკო კრედიტი, World Vision Georgia, ამერიკის საელჩო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს მშვიდობის კორპუსი, ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ETI, ბრიტანეთის საბჭო, და ამერიკის მეგობართა კლუბი. მეტი ინფორმაციისათვის ღონისძიების შესახებ ან სპონსორობის შესაძლებლობებზე, გთხოვთ, დაგვიკადარეკეთ: გუს დევიდსონი T 599 093 608, gdavidson86@gmail.com ან ეწვიეთ საიტს spellingcompgeorgia.tumblr.com.