თბილისის სამოქალაქო კლუბების საქმიანობის პრეზენტაცია

2012 წლის 28 თებერვალს, თბილისში ”დიდუბე პლაზას” საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის თბილისის რეგიონის სკოლების სამოქალაქო კლუბების საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. 

ღონისძიება გახსნა ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის სამოქალაქო პროგრამის მენეჯერმა ბელა კოპალიანმა. მან ისაუბრა სამოქალაქო პროგრამის მნიშვნელობაზე,  და ძირითად მიღწევებზე პროგრამის სამივე მიმართულებით: სამოქალაქო კლუბები, მცირე გრანტები და სოციალური მედია.

ღონისძიებაზე სამოქალაქო კლუბების წევრებმა   მცირე გრანტების პროექტებისა და  სამოქალაქო კლუბების  ყველაზე წარმატებული საქმიანობის მოკლე მიმოხილვა წარმოადგინეს.

1-ლი ექსპერიმენტული, 39-ე, 69-ე , 51-ე, 181-ე, 180-ე და 11-ე  საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, მათ მიიღეს წერილობით პასუხი მერიისგან,  რომ თბილისში უნარშეზღუდულ პირთა გადაადგილებისთვის  სათანადო ინფრასტრუქტურის გასანვითარებლად  ფონდები  გათვალისწინებული იქნება 2012 წლის ბიუჯეტში.  

მე-11 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრთა მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში თბილისის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელთა პრობლემების გადასაჭრელად ჩატარდა საინფორმაციო კამპანია.  შედეგად,  ტელეკომპანია ”იმედის” მიერ სატელევიზიო პროგრამა ”რემონტის” ფარგლებში კრიზისული ცენტრის ერთი ოთახი გარემონტდა, ხოლო ფარმაცევტულმა კომპანია „ავერსმა“  ითავა განახორციელოს კრიზისული ცენტრის აღსაზრდელების უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკა.

51-ე და 61 სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივით კვრაში ორჯერ მოსწავლეები დახმარებას უწევენ სათნოების სახლს „კათარზისს“ და  მის ხანდაზმულ ბენეფიციარებს.

 სიტყვა წარმოთქვა მოწვეულმა სტუმარმა, ნებრასკოს უნივერსიტეტის პროფესორმა დელვინ ჰარნიშმა. მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო განათლების  მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესში და მადლობა მოუხადა მასწავლებლებს და მოსწავლეებს ამ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. 

ღონისძიება დასრულდა 104-ე სკოლის ახლადშექმნილი სამოქალაქო კლუბის წევრის  სიმღერით, რომელსაც ფონად გასდევდა კლუბის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი.

„ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი”