შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართულმა ახალციხის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ ტელევიზიის საშუალებით შეიტყვეს და გადაწყვიტეს  ჩართულიყვნენ ამ პროცესში. 
 
2011 წლის  7 დეკემბერს ახალციხის, სოფ ურაველის და აწყურის საჯარო სკოლების  სამოქალაქო  კლუბის წევრები (18 მოსწავლე) შეხვდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავჯდომარეს ბ-ნ  მალხაზ  გიქოშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები.
  
შეხვედრის დროს მოსწავლეები გაეცნენ ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების წესებს და  თუ როგორ უნდა წარადგინონ წინადადებები ბიუჯეტის პროექტში განსახილველად. დასახელდა  თემში არსებული პრობლემები, როგორიცაა ბიბლიოთეკის ფონდის განახლება, ქალაქის დასუფთავების და გამწვანების პრობლემა,  ქალაქში კინოდარბაზის არარსებობა და სხვა.
 
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება  ეს საკითხები   და პროექტის წარდგენის შემთხვევაში ბიუჯეტიდან დაფინანსდება ახალგაზრდული ღონისძიებები და აქციები. ასევე გადაწყდა, რომ სამოქალაქო კლუბის წევრები მოხალისეობრივ საწყისებზე ჩაერთვებიან   ახალციხის უძველესი კუთხის რაბათის  განახლების სამუშაოებში. 

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი