ოზურგეთის სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან

2011 წლის 30 ნოემბერს, ოზურგეთის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა შეხვედრა მოაწყვეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრამდე კლუბის წევრებმა ანასეულის თემში, (სადაც მდებარეობს სკოლა) კვლევა ჩაატარეს და გამოავლინეს თემში არსებული პრობლემები. სწორედ ამ პრობლემების განხილვას ისახავდა მიზნად აღნიშნული შეხვედრა. კლუბის წევრებმა პრიორიტეტულ საკითხზე ისაუბრეს. კერძოდ, აღნიშნული თემის სკოლა  ოზურგეთიდან 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ავტობუსის გაჩერებების არ არსებობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და სკოლასთან დაკავშირება ჭირს, განსაკუთრებით ზამთრიის პერიოდში. შეხვედრაზე მოწვეულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დაპირდნენ  რომ, 2012 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის საჭირო თანხებს.