სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელო

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ ელექტრუნულად გამოიცა სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელო. იგი აერთიანებს მიმოხილვითი ხასიათის ტექსტებსა და თანამედროვე სახელმძღვანელოების ამონარიდებს სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში, ფილოსოფიასა და ეკონომიკაში. მათი დიდი წილი სპეციალურად ამ კრებულისათვის ითარგმნა ქართულ ენაზე.  
კრებულის შინაარსი მასწავლებლის სტანდარტს ეყრდნობა და მიზნად ისახავს, დაეხმაროს მასწავლებელს საჭირო კომპეტენციების განვითარებასა და სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მზადებაში.
ტექსტები სამ წიგნად გამოიცა. 
პირველი თავი მიმოიხილავს სოციალური მეცნიერებების საგანსა და ამოცანებს, მიკრო და მაკრო სოციალურ თეორიებს, გენდერის, რელიგიისა და კულტურის ცნებებს. 
მეორე თავი შეიცავს ტექსტებს პოლიტიკის არსის, პოლიტიკური იდეოლოგიების ტიპოლოგიის, პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკურ რეჟიმების შესახებ. ამ თავში, აგრეთვე, საუბარია დეცენტრალიზაციის, გლობალიზაციის, ნაციონალიზმის, მულტიკულტურალიზმის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ცნებებზე.
მესამე თავი აღწერს ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, ეკონომიკის ტიპებს, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს და სხვადასხვა ინსტიტუციების როლს ეკონომიკაში.                                                                                                                                                                                                 სახელმძღვანელოები შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდის ბიბლიოთეკაში - 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
  
 ბმული: 
 
 
http://civics.ge/index.php?m=844&cat_id=20