საზაფხულო მედია სკოლა იმერეთში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით საზაფხულო მედია სკოლა მოეწყო საირმეში, რომლის მონაწილეები იყვნენ იმერეთის პროგრამის პარტნიორი სკოლის მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები, სულ 15 მოსწავლე.
 
საზაფხულო მედია სკოლა 3 დღე გაგრძელდა. მონაწილეებმა მოისმინეს  შემდეგი სესიები:  
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია; მედია სკოლის დაფუძნების ძირითადი მიზნები და ამოცანები, სამომავლო გეგმები,  მედიის მნიშვნელობა და როლი, მედიის ფუნქცია და მოვალეობა სამოქალაქო საზოგადოების  წინაშე.   მედია ეთიკა; მედია და სტერეოტიპები, რამდენადაა მედია  დაინტერესებული გააშუქოს სამოქალაქო განათლების საკითხები.
 
 
მედია სკოლის საინტერესო სესიებს უძღვებოდნენ ექსპერტი ზვიად ქორიძე; ტელეკომპანია მეგა tv-ს მთავარი პროდიუსერი ნანა თოშხუა; გაზეთ „P.S.“-ის მთავარი რედაქტორი ნატო გუბელაძე; რადიო ,,თეთრი რადიოს’’ პროდიუსერი და ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით კეთილაძე; 
 
მოსწავლეებს შორის გაიმართა  მარათონი ესეს წერაში  სამოქალაქო განათლების საკითხებზე,  შეირჩა 3 საუკეთესო. გამარჯვებულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 
 
სამოქალაქო განათლების საკითხებზე შექმნილი ესეები დაიბეჭდება მედიასკოლის საინფორმაციო ბიულეტენში (,,თათის სპეც ნომერი’’); ღონისძიების დასასრულს  მედია სკოლის მონაწილეებმა მოამზადეს მომდევნო წლის ღონისძიებათა კალენდარი. მედია სკოლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე იმერეთის მედია საშუალებებთან - რადიო ,,თეთრი რადიო’’, ტელეკომპანია ,,მეგა ტვ’’ გაფორმდა მემორანდუმები, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა აიღეს ვალდებულება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში თანამშრომლობისა და მედია მხარდაჭერის შესახებ. აღნიშნული მედია საშუალებები მომავალში ითანამშრომლებენ  მედია სკოლის კურსდამთავრებულ მოსწავლეებთან, ერთობლივად მოამზადებენ სიუჟეტებსა და სტატიებს.