სოციალური მედიის ტრენინგი პედაგოგებისთვის

2013 წლის 22-23 და 29-30 ივნისს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგი. 

ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა, რომლის დროსაც   პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა  გაცნობოდნენ სოციალური მედიის არსს, მისი გამოყენების ეფექტურობას და ინტერნეტის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. პედაგოგებმა, ასევე შეისწავლეს სოციალური მედიის ინსტრუმენტების (Facebook, Blogs, You-Tube) გამოყენება, რაც უფრო ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას.

სოციალური მედიის 2 დღიანი ტრენინგი  გაიარა სამოქალაქო განათლების 27-მა პედაგოგმა, საქართველოს ყველა რეგიონიდან.