ბათუმის #14 სამოქალქო კლუბის ჯგუფური ვიზიტი

2013 წლის 10 ივნისს, ბათუმის #14 საჯარო სკოლის სამოქალქო კლუბის ”მზიანეთის” მოსწავლეები ესტუმრნენ ბათუმის ტესტირების  სერტიფიკაციის ცენტრს. ცენტრის ხელმძღვანელმა, რამაზ სურმანიძემ მოსწავლეებს გააცნო ლაბორატორიის მუშაობის პროცესი. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ   ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სინჯების დამუშავებაში, მაგალითად როგორიცაა  ზღვის წყლის ქიმიური ანალიზი. 
 
ამის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლის, ნუგზარ პაპუნიძის  მეგზურობით მოსწავლეები გავიდნენ კატარღით ზღვაში და გაეცნენ, თუ როგორ ხდება ზღვის წყლის სინჯის აღება, ლაბორატორიული გამოკვლევა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.  

აღნიშნული ვიზიტის შემდეგ, მოსწავლეებმა დაგეგმეს ზღვის სანაპირო ზოლის  დასუფთავების აქციის მოწყობა და მხარდაჭერისთვის მიმართეს   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების სამსახურის უფროსს არჩილ კუპრეიშვილს და   სანდასუფთავების უფროსს ბატონ დავით ასამბაძეს. მათ მოსწავლეების ინიციატივის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს და ზღვის სანაპირო ზოლზე  საინფორმაციო ბანერის მომზადებასაც  დაპირდნენ. აქცია განხორციელდება ივლისის თვეში.