"ხელმისწავდომი გარემო ყველასათვის"

2013 წლის 13 ივნისს მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში ახალციხის N1 საჯარო სკოლის ინიციატივით და ადგილობრივი ტელე-რადიო კომპანია მე-9 არხის ჟურნალისტებთან თანამშრომლობით პირდაპირ ეთერში გავიდა თოქ-შოუ სახელწოდებით ,,ხელმისწავდომი გარემო ყველასათვის".
 
სტუდიაში მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყველა ყველასათვის“ წარმომადგენელი, შშმ პირი ბ-ნი გელა ბარძიმაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის და   ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, პროექტის მონაწილე სამოქალაქო კლუბის წევრები. მათ ისაუბრეს  შშმ პირთა პრობლემებზე და მათთვის მიუწვდომელ გარემოზე. 
 
სამოქალაქო კლუბის წევრების მონაწილეობით მომზადდა სიუჟეტი, რომელიც ასევე ნაჩვენები იყო გადაცემის დროს. ამავე საღამოს დაიგეგმა შშმ პირების უფლებების მხარდამჭერი აქციის მომზადება.  
 
14 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა ყველასათვის“ და ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ წარმომადგენლებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში მსვლელობა მოაწყვეს, სადაც სამოქალაქო კლუბის წევრები შეუერთდნენ  პოსტერებით: „ყველა თანასწორია“, „გავიცნოთ ერთმანეთი უფრო ახლოს“, „ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები“, „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“.  
 
აღნიშნული აქცია მიზნად ისახავდა მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და  შშმ პირების  პრობლემების ადვოკატირებას.