გორის სკოლების მოსწავლეთა ინიციატივა

გორის  სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივის შედეგად გორის #10,11 საჯარო სკოლების წინ საგზაო უსაფრთხოების მიზნით სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები გაკეთდა და საგზაო ნიშნები "ფრთხილად ბავშვები" დაიდგა. აღნიშნული სკოლები გზის გასწვრივ მდებარეობს და ავტომობილების ინტენსიური მოძრაობის გამო  მოსწავლეთა მიმოსვლას  არ არის უსაფრთხო. 
 
ამ პრობლემის მოგვარების მიზნით გორის  სკოლების  სამოქალაქო კლუბებმა წერილობით  მიმართეს გორის მუნიციპალიტეტს დახმარებისთვის.     გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაითვალისწინა მოსწავლეთა თხოვნა და 2013 წლის ივნისში  გორის #10 და #11  სკოლების წინ გაკეთდა   სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები,  დაიდგა საგზაო ნიშნები „ფრთხილად ბავშვები“.
 
უახლოეს პერიოდში გორის მე-3, მე-4, და მე-12 საჯარო სკოლების  წინ საავტომობილო გზებზე  გაკეთდება სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები რადგან სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 16 800 ლარი   ადგილობრივი ბიუჯეტიდან.