პროექტი “იარე უსაფრთხოდ“

ხაშურის #8 სკოლის  სამოქალაქო კლუბმა მცირე გრანტის პროექტის „იარე უსაფრთხოდ“ განხორციელების პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობასთან  ეფექტური თანამშრომლობით წარმატებას მიაღწია. 
 
სამოქალაქო კლუბის წევრებმა   პროექტის  ფარგლებში ჩაატარეს საინფორმაციო   კამპანია, მოამზადეს ფლაიერები და მოუწოდეს ადგილობრივ ხელისუფლებას  და მოსახლეობას მიექციათ  ყურადღება  ქალაქის მწვავე პრობლემაზე,  უფუნქციო და დაბინძურებული  გადასასვლელის გამო გამოწვეულ საფრთხეზე (გადასავლელის უფუნქციობის გამო მოსახლეობას სარკინიგზო ლიანდაგის გადაკვეთა უხდებოდა).
 
პრობლემის მოგვარების მიზნით,  მოსწავლეები  შეხვდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს,  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს  თანამშრომლებს,  პოლიტიკური პარტიების ლიდეერებს, ხაშურის დეპუტატს ბატონ ვალერი გელაშვილს.    შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ  ხაშურის დასუფთავების და სალიანდაგო სამსახურის მიერ მოხდებოდა  გადასასვლელის რეაბილიტაცია. 
 
მოსწავლეებმა სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე საკუთარი ძალებით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოაწყვეს დასუფთავების აქცია, გაიტანეს ნაგავი  და მოამზადეს იგი სარემონტოდ, გვირაბის ჩასასვლელთან და ამოსასვლელთან   დაიდგა აბრა-საგზაო ნიშანი, რომელიც მიუთითებს ქვეითებს  აუცილებლად ისარგებლონ მიწისქვეშა გადასასვლელით. 
 
სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული დამთავრების შემდეგ ხაშურს ექნება გადასასვლელი, რომელიც შექმნის  უსაფრთხო გარემოს  მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ხაშურის  #8 და #9 საჯარო სკოლების და  სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც სისტემატიურად გამოიყენებენ აღნიშნულ გადასასვლეს სკოლაში მისასვლელად.