აშშ ელჩის სტუმრობა ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში

2013 წლის 20 ივნისს ქ. ქუთაისის #17 საჯარო სკოლას  ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩი, ბატონი რიჩარდ ნორლანდი ეწვია.  ამ დღეს დაგეგმილი ღონისძიებები ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. 
 
ბატონმა ელჩმა დაათვალიერა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში იმერეთის საჯარო სკოლებში  დაფუძნებული სამოქალაქო კლუბების საქმიანობების  ამსახველი ფოტო მასალა, ასევე გაეცნო პროგრამის  ფარგლებში გამოცემულ საინფორმაციო ბიულეტენს ,,თათი’’. 
 
ელჩმა მოინახულა სკოლის სამოქალაქო კლუბის ოთახი, რომელიც პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში კეთილმოეწყო, გაეცნო სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა პრეზენტაციებს. ესაუბრა კლუბის წევრებს.  ვიზიტის დასასრულს სპეციალურად საპატიო სტუმრისთვის მოეწყო ინგლისურენოვანი სპექტაკლის ჩვენება.