საზაფხულო ბანაკის საზეიმო გახსნა

2013 წლის 20 ივნისს, დაბა ბაზალეთში, გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის საზეიმო გახსნა.
 
ბანაკის მონაწილეები არიან სამოქალაქო განათლების პედაგოგები და უფროსკლასელი მოსწავლეები საქართველოს 11 რეგიონიდან. 
 
საზაფხულო ბანაკი მნიშვნელოვან შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დასახონ სამომავლო  გეგმები და ერთობლივი ინიციატივები, შეხვდნენ და ესაუბრონ კომპეტენტურ სტუმრებს, სამოქალაქო განათლების ექსპერტებსა და საჯარო პირებს. სწორედ ეს არის  საზაფხულო ბანაკის  მიზანი სტიმული მისცეს სამოქალაქო კლუბებში აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს, უფრო მეტი წვლილი შეიტანონ სკოლისა და საზოგადოების სასარგებლო საქმიანობაში. 
 
ბანაკის მონაწილეებს მიესალმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მანანა ყუბანეიშვილი.
 
ბანაკის ორგანიზატორია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია. ბანაკის ტრენინგ პროგრამა დაიგეგმა და ხორციელდება არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლი“-ს მიერ. 
 
ბანაკი მოეწყო  PH International - საქართველოს  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით.