ამბროლაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივა

ამბროლაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივით ჭრებალოს,  სადმელის, ხვანჭკარის და  ბუგეულის სკოლის მოსწავლეებისათვის ამბროლაურში მგზავრობის ღირებულება დაფინანსდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
 
ზემოთხსენებული სოფლები ქ.ამბროლაურის ცენტრიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული, რის გამოც მოსწავლეები ვერ ახერხებდნენ სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო წრეებში ჩართვას რადგანაც ეს გზის ხარჯებთან იყო დაკავშირებული რისი საშუალებაც ბევრ მათგანს არ ჰქონდა. მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარების მიზნით მიმართეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ასლან საგანელიძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ კახა ფარჯანაძეს. უმოკლეს დროში სამოქალაქო კლუბის ინიციატივა დაკმაყოფილდა.  ამბროლაური-ჭრებალო-ამბროლაურის მიმართულებით 15 საათზე ჭრებალოდან  და 18 საათზე ამბროლაურიდან სადმელი–ხვანჭკარა– ბუგეული– ჭრებალოს მიმართულებით მოსწავლეთა მგზავრობა  უფასო გახდა. ახლა მოსწავლეებს საშუალება აქვთ სურვილის მიხედვით ჩაერთვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სპორტულ წრეებში.