დაბა ასპინძის ცენტრში ტურისტული ბანერი განთავსდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის პტროგრამის პარტნიორი საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის  წევრებმა სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდულ ფორუმზე საპროექტო იდეა წარმოადგინეს, რომელიც რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს  დაბა ასპინძის ცენტრში განათავსონ ტურისტული მარშრუტის ბილბორდი. 
 
2013 წლის 13 მაისს მოსწავლეები შეხვდნენ  ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს ბ-ნ მამუკა ხიზაძეს და შეთანხმდნენ ბანერის განთავსების ადგილზე. 
 
ამა წლის 7 ივნისს, ბანერი განთავსთდა დაბა ასპინძის ცენტრში. ბანერის დადგმაში  ასპინძის მუნიციპალიტეტის პარტნიორი სკოლის მოსწავლების გარდა მონაწილეობდენენ: ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ლოლაძე, ივანე წამალაიძე, გიორგი ტივაძე, შ.პ ს. ასპინძის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორი: გიორგი გიორგაძე, კულტურის ძეგლთდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაკა ბერიძე, სპეციალისტები: ოთარ ცინაძე, კახა ზედგინიძე, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი მეგი ბერიძე.
 
სტატია ინიციატივის შესახებ გამოაქვეყნა გაზეთმა „ასპინძის მაცნემ“.