აკადემიური წლის შემეჯამებელი ღონისძება იმერეთში

2

2013 წლის 14 ივნისს,  ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის აკადემიური წლის  შემაჯამებელი ღონისძიება სასტუმრო ,,რჩეულში’’ გამართა, რომელშიც იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების და საინიციატივო ჯგუფის წევრები, დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები მონაწილეობდნენ.
 
ღონისძიების დაწყებამდე, მოწვეულმა სტუმრებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების  ამსახველი ფოტო  და ბეჭდური მასალები, ბუკლეტები, ფლაიერები, საინფორმაციო  ბიულეტენები დაათვალიერეს.

სტუმრებს მიესალმნენ  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ნამიჭეიშვილი, ქუთაისის საკრებულოს წევრი მერაბ მეშველიანი, PH International-ის წარმომადგენელი თეა მშვენიერაძე, სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი მადონა ბასილაძე.    სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმოადგინეს   პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საკლუბო ღონისძიებები,  მიღებული გადაწყვეტილებების პრეზენტაციები, რომლებიც  შესაძლებელი გახდა  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სკოლების ადმინისტრაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ასევე  წარმოადგინეს  მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციები საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების  წარმომადგენლებმა.   გაკეთდა  ერთ-ერთი წარმატებული ბლოგის პრეზენტაცია. 

ნაჩვენები  იყო პროგრამის ფარგლებში გადაღებული ვიდეო რგოლი, ,,მალალაი ჯოია’’ და ასევე ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე გადაღებული მინი კლიპები;
 
ღონისძიებაზე ასევე  დაჯილდოვდნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულები.