შემაჯამებელი ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში

2013 წლის 13 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე და მის  შედეგებზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა სამცხე-ჯავახეთში პროგრამის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი” დირექტორმა ქ-მა  მარინე სუდაძემ.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მიღწეული შედეგების  პრეზენტაცია, რაც  მოიცავდა პროგრამის ყველა კომპონენტს: ჩატარებულ ტრენინგებს, შეხვედრებ, ჯგუფურ ვიზიტებ, სტაჟირების პროგამას, საინტერესო სტუმრებთან შეხვედრებს, განხორციელებულ და მიმდინარე მცირე გრანტებ, შექმნილ ბლოგებ,  ვიდეო რგოლებ და სხვა. სამოქალაქო კლუბების  მიერ განხორციელებული აქტივობების და   ინიციატივების შესახებ თავად კლუბის წევრებ და პედაგოგებ საუბრობდნენ.  

ღონისძიებაზე დასახელდნენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები, რომლებიც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ოფიცერმა თეა მშვენიერაძე დააჯილდოვა (დაბა აბასთუმანის საჯარო სკოლა, დიდი სმადის საჯარო სკოლა, სხვილისის საჯარო სკოლა, არალის საჯარო სკოლა, ბორჯომის N6 საჯარო სკოლა, ჭობისხევის საჯარო სკოლა, განძის N1 საჯარო სკოლა  და სოფ.რუსთავის საჯარო სკოლა).

სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და კლუბ „პრესტიჟის“ მეურვემ ზეინაბ ივანიძემ პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოთქვა მოსაზრება, რომ შესწავლილი დამხმარე სახელმძღვანელო მოსწავლის სამაგიდო  წიგნად უნდა იქცეს.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე  მცირე გრანტების პროექტების შედეგებზე ისაუბრეს დამალის, ჭობისხევისა და დიდი სმადის სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა, ხოლო ახალციხის N1  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა, პრეზენტაციის დასასრულს, მცირე გრანტების ფარგლებში ტელე-რადიო-კომპანია მე-9 არხთან თანამშრომლობის საფუძველზე მომზადებული სიუჟეტი წარმოადგინა. დამალისა და დიდი სმადის  სკოლის მოსწავლეებმა, მცირე გრანტის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მშობლებთან თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული  საქმიანობა და საკლუბო ინიციატივები წარმოადგინეს, ხოლო აწყვიტის და აწყურის საჯარო სკოლის კლუბის ლიდერებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და წარმატებულ საკლუბო ინიციატივებზე ისაუბრეს.

მადლობის სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილე სკოლები, მხარდამჭერი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დასასრულს, გაშუქდა პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების მონაწილეობით დადგმული სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“, რომელიც World Vision- საქართველოსთან თნამშრომლობით განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია  (სულ  51 ადამიანი). 

ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ: „ტელე-რადიო კომპანია მე-9 არხი“, რეგიონალური გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“.