ქვემო ქართლის რეგიონის წლის შემაჯამებელი ღონისძიება

2013 წლის 13 ივნისს, მარნეულის გამგეობის  სააქტო დარბაზში,  გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  2012-2013 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნორი სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სულ 120 ადამიანი.

შეხვედრაზე მარნეულის # 8, კუმისის, გარდაბანის # 1 და აღმამედლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული საკლუბო აქტივობების პრეზენტაცია. ახალგაზრდული ფორუმის რუსთავის სამუშაო ჯგუფმა ისაუბრა ფორუმზე შემუშავებული საპროექტო იდეის განხორციელების შესახებ. კერძოდ, ქ. რუსთავში ლეონიძის სკვერის კეთილმოწყობ და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგებზე.  პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციის სიქა-ს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას, ასევე გააცნო რეგიონში ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში  მიღწეული შედეგები.

ქვემო ქართლის 2012-2013 აკადემიური წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სამოქალაქო კლუბებს. რეგიონის მასშტაბით  დაჯილდოვდა 10 კლუბი.

შეხვდრაზე პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს კუმისის გამგებლის მოადგილემ არჩილ მდივნიშვილმა, აღმამედლოს ადგილობრივმა რწმუნებულმა ფლორა აივაზოვმა და მარნეულის #8 სკოლის დირექტორმა. გამომსვლელებმა  მადლობა გადაუხადეს პროგრამას და PH International-  სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების და სამოქალაქო განთლების პედაგოგების ხელშეწყობისთვის.

შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიის მიერ.