დასკვნითი ღონისძიება ზუგდიდში

2013 წლის 13 ივნისს, ზუგდიდის #5 საჯარო სკოლაში ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

ღონისძიება სიტყვით გახსნა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის ”ათინათის” ხელმძღვანელმა ბატონმა გია ხასიამ, შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქალბატონი მანანა ყუბანეიშვილი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბატონი მერაბ ქვარაია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქალაქის პროკურორი ქეთი ბარათაშვილი და ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ბატონი ვახტანგ დადუნაძე.

ღონისძიებაზე 2012-2013 წლის ანგარიში წარმოადგინეს  კლუბის  წევრებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროგრამის სხვადსხვა  კომპონენტში. მათ  წარმოადგინეს პრეზენტაციები განხორციელებული ინიციატივების, სტაჟირების, ტრენინგების, ჯგუფური ვიზიტების, საინტერესო სტუმართან შეხვედრების შესახებ, სადაც ნათლად იყო ასახული მიღწეული შედეგები.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჩხოროწყუს #1, ზუგდიდის #2, ქართულ-ფრანგული კოლეჯის, კახათის  და რუხის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს  მცირე საგრანტო პროექტების  პრეზენტაციები.

ღონისძიების ბოლოს დაჯილდოვდნენ საკლუბო ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სასკოლო სამოქალაქო კლუბები, რომლებსაც გადაეცათ სიგელები. ხუთი სკოლა გახდა პირველი ადგილის მფლობელი: ზუგდიდის #5, ზუგდიდის #10, ზუგდიდის #11, ოდიშის #2, ზუგდიდის #9 საჯარო სკოლა; მეორე ადგილი დაიკავა ოდიშის #1 და ინგირის #1 საჯარო სკოლებმა, ქართულ-ფრანგულ კოლეჯს გადაეცა პრიზი, ხოლო რუხის საჯარო  სკოლას ბონუსი - დამატებითი ტექნიკა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია, სულ 120-მდე ადამიანი.