თელავში პროგრამის აკადემიური წლის შედეგები შეაჯამეს

2013 წლის 12 ივნისს,  თელავში, სასტუმრო „ძველი თელავის“ საკონფერენციო დარბაზშისამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაიმართა 2012-2013 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები (სულ 165 ადამიანი).

შეხვედრაზე  პროგრამის აკადემიური წლის შედეგები  შეაჯამა პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის „თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“  კოორდინატორმა -  მერიკო პაპუნაშვილმა, ხოლო განხორციელებული აქტივობებისა და პროექტების შესახებ ისაუბრეს სხვადასხვა სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიის უფროსმა, ქ-ნმა ნანა ბეჟაშვილმა თავის გამოსვლაში  აღნიშნა, რომ ის მიესალმება ახალგაზრდების ინიციატივებს და პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, სამოქალაქო კლუბის წევრები 2 კვირის განმავლობაში  გაივლიან სტაჟირებას სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრის ბოლოს, კახეთის რეგიონში მიღწეული შედეგები შეაფასა სამოქალაქო განათლებისა და პეგადოგთა გადამზადების მცირე გრანტების კოორდინატორმა და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სამოქალაქო კლუბებს გადასცა სერტიფიკატები.  თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანილმა ნათია ქარჩაიძემ  სიგელებით დააჯილდოვა პროგრამაში აქტიურად ჩართული სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ.