დმანისის #3 საჯარო სკოლის დასუფთავების აქცია

მარნეულის ახალგაზრდულ ფორუმზე დმანისის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა შეიმუშავეს ინიციატივა - დაესუფთავებინათ ქალაქ დმანისში ერთ-ერთი სკვერი. კლუბმა  გადაწყვიტა საკუთარი ძალებით მოეწყო დასუფთავების აქცია. კლუბის წევრებმა მოამზადეს პლაკატები, რომლითაც მოსახლეობას გარემოს დაცვისაკენ მოუწოდებდნენ. 
5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, დმანისის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, მეურვესთან ერთად, მოაწყვეს დასუფთავების აქცია. მოსწავლეებმა ნაგვისგან გაწმინდეს წინდაწინ შერჩეული სკვერის ტერიტორია და ქალაქის სხვა ცენტრალური ქუჩები. მოსწავლეები მოსახლეობას პლაკატებით მოუწოდებდნენ გარემოს დაცვისკენ. დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მოუწონეს აქტივობა და აღნიშნეს, რომ ბავშვები თემისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენ. დმანისის მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა მოსწავლეთა აქტივობით.
სამოლაქო კლუბმა ინიციატივით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას დასუფთავებულ ტერიტორიაზე მომავალში მოეწყოს საბავშვო მოედანი.