ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შიდა ქართლში

ბავშვთა  დაცვის საერთაშორისო დღე შიდა ქართლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს. 
ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  წევრებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებასთან და საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით,  ქალაქის პარკში  ასფალტზე ხატვის კონკურსი, საქველმოქმედო აქცია და  ნახატებისა და აქსესუარების გამოფენა - გაყიდვა მოაწყვეს, ბავშვთა უფლებების თემაზე მათ მიერ დამზადებული ბუკლეტები დაარიგეს, ხოლო, საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა დიაბეტით დაავადებულ თანატოლებს  გადაეცათ მკურნალობისათვის.   დღის ბოლოს გაიმართა  ქართული ხალხური თამაშები, რომლის მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.
გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო კლუბების ინიციატივით  ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში დევიზით „ჯანსაღი ბავშვი-ჯანსაღი მომავალია“ მსვლელობა გაიმართა,  აქციის დროს  ბავშვათა დაცვის კონვენციის მუხლების მიხედვით შექმნილი  პლაკატებით  მოსწავლეები ყველას აცნობდნენ ბავშვთა უფლებებს და მოუწოდებდნენ მათ დაცვას, ხოლო  ყველა პატარას ფერად  ბუშტებს  და   ბუკლეტებს ურიგებდნენ. მსვლელობა  ფლეშმობით დასრულდა, რომელმაც მაყურებლების მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებებს მხარი დაუჭირეს საზოგადოება „ბილიკის“ პარტნიორმა ორგანიზაციებმა „Welfare foundation” და  გორის მუნციპალიტეტის კულტურის ცენტრმა.