მარტყოფის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმატებული ინიციატიავა

მარტყოფის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ ჩატარებული თემის საჭიროებების კვლევისას გამოიკვეთა, რომ სოფ. მარტყოფში მცხოვრები შშმ პირები ნაკლებად არიან საზოგადოებაში ინტეგრირებულები და სოფელში არსებული შშმ პირთა პანსიონატი საჭიროებს დასუფთავებას და იქ მომუშავე პერსონალის დახმარებას. 
სამოქალაქო კლუბმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობდა შშმ პირთა ინტეგრაციას თემში და ასევე დაესუფთავებინათ პანსიონატის მიმდებარე ტერიტორია. კლუბის წევრებმა დაგეგმეს გასართობი ღონისძიებები: პოეზიის საღამო და კონცერტი შშმ პირთა მონაწილეობით. სკოლის დირექტორის, ქ-ნ მარიკა ჩქარეულის მიერ გაწეული თანადაფინანსებით, კლუბმა დასუფთავების აქციისთვის შეიძინა ხელთათმანები და პოლიეთილენის პარკები, ასევე ტკბილეული  შშმ პირთათვის.
23 მაისს კლუბის წევრებმა და სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს შშმ პირთა პანსიონატის მიმდებარე ტერიტორია, მოგვიანებით ჩატარდა გასართობი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობდა 70 შშმ პირი. 
შშმ პირთა თემში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კლუბმა სკოლის დირექციის მხარდაჭერით დაგეგმა ექსკურსია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ ყაზბეგში. 1 ივნისს ექსკურსიაში მონაწილეობა მიიღეს სოფ. მარტყოფში არსებული შშმ პირთა პანსიონატის 6 ბენეფიციარმა, კლუბის 17 წევრმა, კლუბის მეურვემ, მშობელმა, შშმ პირთა მომვლელმა და უფროსმა მედდამ. მათ მოინახულეს  ანანურის ციხე, გერგეთის სამება, გუდაურის ჯვრის უღელტეხილი და დარიალის ხეობა. ექსკურსიის შედეგად გაუმჯობესდა კომუნიკაცია შშმ პირთა და მოსწავლეებს შორის.
კლუბმა, შშმ პირთა პანსიონატის დირექციასთან შეთანხმებით, დაგეგმა მხიარული სტარტები შმმ პირთა მონაწილეობით, რომელსაც უახლოეს მომავალში ჩაატარებს.