“სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი” დაფუძნდა

2013 წლის 30 მაისს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მხარდაჭერით და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ინიციტივით დაფუძნდა ა(ა)იპ “სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი”.

დამფუძნებელთა კრება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა. კრებამ ახლადდაფუძნებული ორგანიზაციის მთავარ ამოცანებად განსაზღვრა: პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათ შორის გამოცდილების გაზიარების გარემოს შექმნა სფეროში  სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვის გზით. ფორუმი თავის უმთავრეს მიზნად ისახავს საზოგადოებაში და საგანმანათლებლო სისტემაში სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის წარმოჩენასა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის პრესტიჟის ზრდას. ფორუმის დამფუძნებლთა შორის არიან  ნინო ბესელია, მაკა ბიბილეიშვილი, მადლენა შველიძე, ნინო ერემაშვილი, ნათია ნამიჭეიშვილი, ნონა ფიფია და ლელა წურწუმი - სამოქალაქო განათლების ეს პედაგოგები და ექსპერტები ორი წლის მანძილზე ფორუმის გმგეობას წარმოადგენენ. გამგეობის წევრებმა გამგეობის თავმჯდომარის პოზიციაზე კენჭი ნინო ბესელიას უყარეს.

შეხვედრის ბოლოს ქ-ნმა ნინომ სთქვა: -”დღეს ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციას ჩაეყარა საფუძველი. ფორუმი ხელს შეუწყობს სამოქალქო განათლების პედაგოგების პროფესიულ ზრდას, საგნის პრესტიჟის ამაღლებას და იმუშავებს იმ საკითხებზე, რომელებიც საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად ამ სფეროში”.