“სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი” დაფუძნდა
დამფუძნებელთა კრება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა. კრებამ ახლადდაფუძნებული ორგანიზაციის მთავარ ამოცანებად განსაზღვრა: პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათ შორის გამოცდილების გაზიარების გარემოს შექმნა სფეროში სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვის გზით. ფორუმი თავის უმთავრეს მიზნად ისახავს საზოგადოებაში და საგანმანათლებლო სისტემაში სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის წარმოჩენასა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის პრესტიჟის ზრდას. ფორუმის დამფუძნებლთა შორის არიან ნინო ბესელია, მაკა ბიბილეიშვილი, მადლენა შველიძე, ნინო ერემაშვილი, ნათია ნამიჭეიშვილი, ნონა ფიფია და ლელა წურწუმია - სამოქალაქო განათლების ეს პედაგოგები და ექსპერტები ორი წლის მანძილზე ფორუმის გამგეობას წარმოადგენენ. გამგეობის წევრებმა გამგეობის თავმჯდომარის პოზიციაზე კენჭი ნინო ბესელიას უყარეს.
შეხვედრის ბოლოს ქ-ნმა ნინომ სთქვა: -”დღეს ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციას ჩაეყარა საფუძველი. ფორუმი ხელს შეუწყობს სამოქალქო განათლების პედაგოგების პროფესიულ ზრდას, საგნის პრესტიჟის ამაღლებას და იმუშავებს იმ საკითხებზე, რომელებიც საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად ამ სფეროში”.