შეხვედრა დავით ტურაშვილთან

2013 წლის 25 მაისს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები შეხვდნენ  მწერალ დავით ტურაშვილს. შეხვედრა საინტერესო ადამიანთან, თანამედროვე მწერალთან და საზოგადო მოღვაწესთან,  დაეთმო საუბარს - ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში  და წიგნის კითხვის მნიშვნელობა ახალგაზრდების პიროვნული ზრდის პროცესში.

ახალგაზრდები დიდი ინტერესით უსვამდნენ შეკითხვებს მწერალს, როგორც მისი საზოგადოებრივი საქმიანობის, ასევე შემოქმედების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ბ-ნმა დავითმა მოსწავლეებს დაუსვა შეკითხვა - „რა ასწავლა ამ შეხვედრამ მათ?“ 
„ვეცადოთ ვიყოთ თავისუფლები და მხოლოდ ამის შემდეგ არ შეგვეშინდება არაფრის, თავისუფლების წყარო კი წიგნი და განათლებაა“ - ანა სანაია, რუსთავის #20 საჯარო სკოლა.
„დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ წიგნის კითხვას ადამიანისთვის  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“- ელენე გოგიძე, რუსთავის #20 საჯარო სკოლა.

შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა მწერლისგან ავტოგრაფები მიიღეს სამახსოვროდ. 

შეხვედრას დაესწრო ბოლნისის, კაზრეთის და რუსთავის სკოლების 60-მდე მოსწავლე. შეხვედრა ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ.