სპორტული ღონისძიებები ჩიბათში

2013 წლის 23 მაისს  ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის ,,ცხოვრება მშვენიერია“ ფარგლებში, რომლის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა,  სპორტული ღონისძიებები ჩაატარეს. მოსწავლეთა ინიციატივას ორასამდე ადამიანი გამოეხმაურა. ლანჩხუთის  #1, 3, ჩიბათის, ლესის და ნიგვზიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები ერთმანეთს ფეხბურთსა და ფრენბურთში  შეეჯიბრნენ. ტურნირების პარალელურად მოეწყო მსვლელობა და Flash Mob შოუ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.
სპორტულმა თამაშებმა მოსახლეობის დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.  მას ორასამდე ადამიანი დაესწრო. თითოეულ გუნდს თავისი  გულშემატკივარი ჰყავდა. ფეხბურთის ტურნირში გამარჯვება  მოიპოვა ჩიბათის, ხოლო ფრენბურთში - ლესის გუნდმა. 
გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და გარდამავალი თასები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიგინეიშვილმა და სპორტის სამსახურის უფროსმა სოფო ჩხაიძემ საზეიმო ვითარებაში გადასცეს.