დასუფთავების აქცია თელავში

2013 წლის 16 მაისს თელავის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოაწყვეს მასშტაბური დასუფთავების აქცია. ღონისძიება განხორციელდა მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში. მოსწავლეებს დიდი ხანია აწუხებდა სკოლის გვერდით არსებულ ხევთან ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელი, რომელიც ანტისანიტარიულ გარემოს ქმნიდა. გარდა ამისა, ნაგავსაყრეზე მუდმივად გროვდებოდნენ  ქუჩის ძაღლები, რაც ასევე საფრთხეს უქმნიდა  სკოლის მოსწავლეებს.  მცირე გრანტის კონკურსში მონაწილეობის შედაგად, მოსწავლეებმა მოიპოვეს დაფინანსება, რომლის საშუალებითაც  შეიძინეს ნაგვის ურნები და დაამზადეს  ბანერი.   რადგან ნაგავსაყრელის გასუფთავებას  მოსწავლეები დამოუკიდებლად ვერ შესძლებდნენ, მათ დახმარებისთვის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართეს, რომელმაც უზრუნველყო სპეცტექნიკა (სატვირტო მანქანა და ტრაქტორი) და მუშახელი. მათი აქტიური დახმარებით გაიწმინდა ნაგავსაყრელი, დაიდგა ურნები და დამონტაჟდა ბანერი. თელავის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ნაგვის სისტემატიურ გატანას.