სამოქალქო კლუბის ინიციატივით ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნა

2013 წლის 10 მაისს, ბათუმის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით ბათუმის მელიქიშვილის ქუჩაზე   საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსი  დაინიშნა.  
სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს ქ. ბათუმის საკრებულოს თავჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს ბათუმის მელიქიშვილის ქუჩაზე    ტრანსპორტის დანიშვნასთან  დაკავშირებით. წერილში ნათქვამი იყო რომ,  აღნიშნული ქუჩა 4 კილომეტრი სიგრძისაა და იქ დაახლოებით 1500 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩაზე არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რის გამოც სკოლის მოსწავლეებს მელიქიშვილის ქუჩიდან სკოლაში მისასვლელად შორი მანძილის გავლა უხდებათ. ასევე, იქ მცხოვრები მოსახლეობა   შემოვლით გზაზე მოძრავ  ტრანსპორტს იყენებს.  
აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით კლუბის წევერები და მეურვე პედაგოგი შეხვდნენ საკრებულოს თავჯდომარეს. ბ-ნმა ირაკლიმ მხარი დაუჭირა სამოქალაქო  კლუბის ინიციატივას და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. 
ამჟამად აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობს ბათუმის 20-ე საჯარო სკოლის 50 - მდე მოსწავლე, რომლებსაც ფეხით უწევდათ სკოლამდე დიდი მანძილის გავლა,  ასევე მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 3000 - მდე მობინადრე უკვე იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს დანიშნულების ადგილზე მისასვლელად.