თბილისის სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდულ ფორუმზე დაგეგმილი პროექტი განახორციელეს

თბილისის  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე სკოლებმა   (მთიები, მარჯი, #2, 4, 166, 147, 22,  130, 116, 169 და 100),   ფორუმზე, ბავშვთა უფლებების თემაზე, შეიმუშავეს პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“, რომელიც ითვალისწინებდა თბილისის #166 საჯარო სკოლის ეზოს დასუფთავებას და სუფთა გარემოს შექმნას. 
პროექტის მხარდაჭერისათვის  კლუბის წევრებმა მიმართეს დიდუბის რაიონის გამგებელს, რომელმაც უშუამდგომლა მოსწავლეებს „თბილსერვის ჯგუფთან“. დასუფთავების აქცია გაიმართა 18-19 მაისს და მასში ჩართული იყო 25 მოსწავლე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ზემოთაღნიშნული სკოლებიდან. პროექტში მონაწილობა მიიღეს თბილისის #126, 181 და 90 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმაც. დასუფთავების აქციაში ბავშვებს ეხმარებოდა #166 სკოლის ადმინისტრაცია. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა უზრუნველყვეს სატვირთო  მანქანა  სკოლის ეზოდან   აქციის შედეგად შეგროვილი ნაგვის გასატანად.