თბილისის #16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივა

თბილისის #16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "მომავალი თაობა" დაგეგმა და განახორციელა სამოქალაქო ინიციატივა "გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს". მოსწავლეები წინასწარ დაუკავშირდნენ  სისხლის ბანკის თანამშრომლებს და მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. კლუბის წევრებმა მოიძიეს სისხლის დონორობის მსურველები. 
2013 წლის 17 მაისს სისხლის ბანკის თანამშრომლები ეწვივნენ შესაფერისი აპარატურით თბილისის #16 სკოლას, სადაც ჩატარდა სისხლის დონაცია. ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი 19 მსურველმა  ჩააბარა. ამ პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღო #16 სკოლის დირექტორმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა. სისხლის ბანკის თანამშრომლებმა დონორებისათვის მოიტანეს გამაგრილებელი სასმელები და შოკოლადი. კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ თბილისის სხვა სასკოლო სამოქალაქო კლუბები ასევე განახორციელებენ მსგავს ინიციატივებს.