აჭარის რეგიონის ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2013 წლის 17 მაისს,  ბათუმის  საზღვაო სასაწავლო ცენტრსა და ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრს შორის   ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს აჭარის რეგიონში ჩატარებულ ახალგაზრდულ ფორუმზე მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი  საპროექტო იდეების განხორციელების მხარდაჭერას.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს პროექტით დაგეგმილი აქტივობები და მათი განხორციელების გზები. ცენტრის ხელმძღვანელმა, ანზორ დიასამიძემ  დადებითად  შეაფასა მოსწავლეების  ინიციტივები. 

მემორანდუმის ფარგლებში საზღვაო სასაწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა მზადაა მოსწავლეებს დაუთმოს ცენტრის კუთვნილებაში არსებული რესურსები -საკონფერენციო დარბაზი, სასწავლო გემი, სპორტულ - გამაჯანსაღებელი აღჭურვილობა და სხვა. ასევე მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა საზღვაო სასაწავლო ცენტრის სტუდენტების  თანამშრომლობა სამოქალაქო კლუბებთან და  დაგეგმილ საინფორმაციო აქციებში მათი აქტიური მონაწილეობა. 

შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა  დაათვალიერეს საზღვაო სასწავლო ცენტრი, ნახეს  პრაქტიკული მეცადინეობებისთვის განკუთვნილი გემი და ცენტრში არსებული  სტუდენტური საცხოვრებელი. ბოლოს ცენტრის ხელმძღვანელობამ მოსწავლეები  სასწავლო გემით ზღვაში გაასეირნა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონის სამოქალქო კლუბების წევრები, კლუბის მეურვე პედაგოგები, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები, საზღვაო სასაწავლო   ცენტრის სტუდენტები და ხელმძღვანელობა.