სამოქალაქო კლუბის წვრების სასწავლო ვიზიტი

2013 წლის 15 მაისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 12 სასკოლო სამოქალაქო კლუბის 15 წევრი ეწვია ასპინძის ხორცის გადამამუშავებელ საწარმოს „მესხეთი პროდაქტ“. ვიზიტი დაგეგმილი იყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა მოსწავლეების ინფორმირებას კერძო საწარმოების მუშაობის სპეციფიკის შესახებ და ასევე მათი კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობას.   საწარმოს ფინანსურმა მენეჯერმა ბ-ნ-მა ტრისტან ციხელაშვილმა დაწვრილებით გააცნო მოსწავლეებს  აღნიშნულ საწარმოში მიმდინარე საქმიანობა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ყველა ტიპის  ტექნიკა და გაეცნენ, თუ რა პირობებში  მზადდება სხვადასხვა ტიპის პოდუქტი. 
ბ-ნ-მა ტრისტანმა აღნიშნა, რომ საწარმო განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. მოსწავლეებმა  დიდი ინტერესი და სურვილი გამოთქვეს ასეთ საწარმოში მუშაობის. 
შეხვედრის ორგანიზებაში სამოქალაქო კლუბის წევრებს დახმარება გაუწიეს  ასპინძის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა  და   პროფესიული კოლეჯი  „ოპიზარის“ პედაგოგმა მარიამ ხითარიშვილმა.