აღმამედლოს საჯარო სკოლაში პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა

2013 წლის 16 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმამედლოს აზრბაიჯანული სექტორის  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა  მცირე გრანტის პროექტის „აქტიური მოსწავლე–წარმატებული მოქალაქე“ შემაჯამებელი შეხვედრა ჩაატარა. 
მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები. სკოლამ კლუბს გამოუყო სამუშაო ოთახი, მოსწავლეებმა გრანტის ფარგლებში შეიძინეს ინვენტარი და საკანცელარიო მასალა. ოთახის მოწესრიგების შემდეგ სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მთელი სკოლა ჩაერთო. მოსწავლეებმა შექმნეს ორენოვანი პოსტერები, რომლითაც ყველას მოუწოდეს, დაიცვან  გარემო დაბინძურებისგან. პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა ტრენინგები თემებზე: „ადამიანის უფლებები“ და „გენდერული თანასწორობა“.  ტრენინგს დაესწრნენ კლუბის წევრები, უფროსკლასელი მოსწავლეები, თემის წევრები და პედაგოგები.
კლუბის წევრებმა თემში ჩაატარეს კვლევა, რომლითაც გამოავლინეს თემის   საჭიროებები,  შედეგები გააცნეს ადგილობრივ თვითმმართველობას  რეაგირებისვის. მოსწავლეებმა დაგეგმეს და ჩაატერეს ორენოვანი  აქცია - მსვლელობა „ჩვენ აქტიური მოქალაქეები ვართ“,  სადაც წინასწარ მომზადებული პოსტერებით თემის ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი, სუფთა გარემო, ტრეფიკინგი, ადამიანის უფლებები. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თვითმმართველობის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.  კლუბის წევრებმა სკოლის ფოიეში მოაწყვეს სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა თემებზე: ბავშვთა უფლებები, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა. 
შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სკეტჩები ბავშვთა უფლებების თემაზე, რაც 1 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების ნაწილია.
შემაჯამებელ შეხვედრაზე  პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
შეხვედრას ესწრებოდნენ PH International-ის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სიქას და ადგილობრივი თემის  წარმომადგენლები.