თბილისის #140 სკოლის მოსწავლეების სპორტული ინიციატივა

2013 წლის 27-30 აპრილს თბილისის #140 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით  ჩატარდა საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 12 საჯარო სკოლის გუნდი. ინიციატივის მიზანი იყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ტურნირში გამარჯვება მოიპოვა თბილისის #130 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები.
ტურნირის მომზადების პროცესში  აქტიურად იყო ჩართული თბილისის #140 სკოლის ადმინისტრაცია. 
საფეხბურთო შეჯიბრებას უმასპინძლა ქ. თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტულმა ცენტრმა „იმედმა“. 
ტურნირი ჩატარდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, მათ უზრუნველყვეს სტადიონის ხარჯების (1500 ლარი) სრულად დაფარვა. 
თბილისის #140 სკოლის სამოქალაქო კლუბმა პროგრამის ფარგლებში შეიძინა საფეხბურთო ფორმები და პრიზები.