დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკი ბაკურიანში

2013 წლის 7 მაისს, დაბა ბაკურიანში, სასტუმრო ვერე პალასში დებატებისა და საჯარო გამოსვლების 6-დღიანი ბანაკი გაიხსნა.  ბანაკი ტარდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბავშვთა ფედერაციისა და საქართველოს განათლებისა და დებატების ინსტიტუტის ორგანიზებით.

ბანაკის  მიზანია ხელი შეუწყოს პროგრამის პარტნიორი სკოლების უფროსკლასელებს სხვადასხვა რეგიონებიდან ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორიცაა კრიტიკულ აზროვნება, ორატორული უნარ-ჩვევები, ორგანიზებულობა, და სხვა.

ბანაკის მსვლელობის დროს მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები დებატების ტექნიკაში, გაიუმჯობესებენ საჯარო გამოსვლების და პრეზენტაციის,  უნარ-ჩვევებს, მოეწყობა დებატ ტურნირები. ტურნირში განმარჯვებული და ფინალისტი გუნდები და 5 საუკეთესო სპიკერი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით და საჩუქრებით.

ბანაკში მონაწილეობას იღებს პროგრამის პარტნიორი სკოლების 75 მოსწავლე და 11 პედაგოგი საქართვლეოს ყველა რეგიონიდან.