ღია გაკვეთილი ტრეფიკინგის თემაზე

2013 წლის 30 აპრილს  . ქუთაისის #37 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლალი უშვერიძემ ღია გაკვეთილი ჩაატარა ტრეფიკინგის თემაზე, მელსაც ესწრებოდნენ იმერეთის რეგიონის  პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები  და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი ნათია ნამიჭეიშვილი

გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დაგეგმილი. პედაგოგი საინტერესოდ უძღვებოდა პროცესს და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ სამუშაო პროცესში. მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს ტრეფიკინგზე, განიხილეს კონკრეტული მაგალითები და შემთხვევები. გაკვეთილი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ფარგლებში განხორციელდა, პედაგოგთა გამოცდილების გაზიარების მიზნით. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს იმერეთის რეგიონში სოფიო მურუსიძე უძღვება. გაკვეთილის დასასრულს დამსწრე პედაგოგებმა ჩატარებული გაკვეთილი განიხილეს  და  მაღალი შეფასება მისცეს.

 

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი