ახალგაზრდული ფორუმი შიდა ქართლში

2013 წლის 20 აპრილს გორში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა შიდა ქართლის  პარტნიორი სკოლებიდან. (სულ 84  მოსწავლე,  11 პედაგოგი)                         

მოსწავლეებმა მცირე ჯგუფებში იმუშავეს საპროექტო წინადადებებზე, რომლებიც დღის მეორე ნახევარში წარუდგინეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. სულ მუშაობდა 6 სამუშაო ჯგუფი შერჩეულ თემებზე: უსაფრთხოება,  ბავშვთა უფლებები; სპორტი, ცხოვრების ჯანსაღი წესი; ადგილობრივ თემთან, ბიზნესთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა; გარემოს დაცვა და ინფრასტრუქტურა.

„ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო,  მოზარდებს მიეცათ საშუალება, რომ აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულნი თემის პრობლემების მოგვარებასა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ასეთი კარგი ახალგაზრდობა მოდის...

ჩვენი მხრიდან მე ვფიქრობ, რომ შევძლებთ თანამშრომლობას აქ წარმოდგენილ პროექტში - ”სუფთა გარემო უკეთესი მომავლისათვის”.აქ  ვხედავ ჩვენს თანამონაწილეობას – შესაძლოა ეს იყოს ფართის გამოყოფა, ან  სატელევიზიო ეთერის შესყიდვა გადაცემის მოსაწყობად და სხვა“ _ აღნიშნა  გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ლექსო ვალიაურმა.