ბაკურიანში სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის მუშაობა დასრულდა.

2013 წლის 1 მაისს, ბაკურიანში  სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის მუშაობა დასრულდა. ბანაკის მსვლელობის დროს მონაწილეებს, მოსწავლეებს სამცხე-ჯავახეთის ქართული და სომხური სექტორის  სკოლებიდან ჩაუტარდათ ტრენინგები ინტერკულტურული სწავლებისა და პროექტების წერის შესახებ.

ტრენინგების პარალელურად ბანაკის მონაწილეებმა იმუშავეს 6 სხვადასხვა საპროექტო იდეაზე. აღნიშნული იდეების განხორციელება იგეგმება ერთობლივად ქართული და სომხური სექტორის სკოლების მოსწავლეების მიერ. ბანაკის ფარგლებში მომზადდა  პროექტები  შემდეგ თემებზე:  „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“, „ბავშვთა უფლებები“, „მოხალისეობა“, „არაფორმალური განათლება“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია ადგილობრივ თემში” და ”კულტურა”.

ახალგაზრდული ბანაკი ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის აწყურის ორგანიზებით.