აქცია ” მე ფეხით მოსიარულე ვარ”

2013 წლის 29 აპრილს, თელავის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის ინიციატივით, თელავში გაიმართა აქცია ”მე ფეხით მოსიარულე ვარ”. აქციას თელავის ყველა საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები შეუერთდნენ. აქცია ჩატარდა მსოფლიო საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის". კვირეული საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება და მისი მიზანია ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვა.

მოსწავლეების უსაფრთხო მსვლელობას ქალაქის ქუჩებში უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიცია. აქციის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები   .

აქცია გაშუქდა ტელევიზიების ”გორდასა” და  ”თანამგზავრის”  და ონლაინ გაზეთის www.kakhetinews.ge, მიერ.