გამწვანების აქცია „უკეთ შევიცნოთ ბუნება

თბილისის #126 საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის წევრებმა გამწვანების აქცია განახორციელეს. აქციის სლოგანი იყო  „უკეთ შევიცნოთ ბუნება“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ვაჟა-ფშველას ძეგლთან მდებარე  სკვერი გაასუფთავეს და ნერგები დარგეს. ამ ინიციატივის განსახორციელებლად კლუბის წევრებმა მიმართეს დასახმარებლად ვაკე-საბურთალოს გამგეობას, მუნიციპალიტეტს, გარემოს დაცვის სამინისტროს, #126 სკოლის დირექტორსა და მშობლებს. გარემოს დაცვის სამინისტრომ კლუბს  ნერგები, ვაკე-საბურთალოს გამგეობამ კი ადგილი  ნერგების დასარგავად გამოუყო. მოსწავლეების მშობლებმა კი აქციის მონაწილეები ნიჩბებით მოამარაგეს.

22 აპრილს გამართულ გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ვაკე-საბურთალოს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ, რაიონის გამგებელმა, გამგებლის მოადგილემ, სკოლის დირექტორმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა  და კლუბის წევრებმა.