თბილისის რეგიონის ახალგაზრდული ფორუმი

2013 წლის 30 აპრილს თბილისში  ჩატარდა  ახალგაზრდული ფორუმი  96 პარტნიორი სკოლის წარმომადგენელი მოსწავლეების მონაწილეობით. ფორუმი მიზნად ისახავდა მოსწავლეების მიერ მათი სკოლისა თუ თემისათვის აქტუალური პრობლემების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას. 

ფორუმი გახსნა  თბილისის მოზარდთა სახლის პროგრამის მენეჯერმა ბელა კოპალიანმა. მოსწავლეები დაიყვნენ რაიონების მიხედვით ათ ჯგუფად, არჩეული თემების მიხედვით და ფასილიტატორების დახმარებით, წარმოადგინეს ხუთი საპროექტო იდეა. საბოლოოდ, მოსწავლეებმა  მოკლე პრეზენტაციები წარუდგინეს მოწვეულ სტუმრებს. ფორუმს ესწრებოდნენ:  PH International-ის წარმომადგენელი, ვაკე-საბურთალოს გამგებელი და მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე,  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენლები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი, ტრეფიკინგის ფონდის დირექტორი, ტელევიზია „ენკი-ბენკის“დამფუძნებელი და სხვა.    

სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაციები და მოსწავლეებს მათი ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერა შეპირდნენ. ფორუმი გაშუქდა ტელევიზიების - მეცხრე არხის, „ერთსულოვნებისა“ და „ენკი-ბენკის“ მიერ.